Sunday, June 23, 2019
რესურსი ,,მცენარეთა ზრდა - განვითარება"
Wednesday, June 19, 2019
დიდი ქართველი მხატვრები - ელექტრონული რესურსი
Thursday, June 6, 2019
მესამე კლასში ჩავატარე პროექტი ,, ძველი მსოფლიოს 7 საოცრება", რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, შეისწავლეს მასალები, საბოლოოდ, პროექტის ფინალური ნაწილი წარმოვადგინეთ საზაფხულო ღონისძიების სახით სახელწოდებით ,,ძველი მსოფლიო", რომელიც შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის მიერ გამოშვებული მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოს ,,სასკოლო ღონისძიებების სცენარები" - ს ერთ-ერთი სცენარის მიხედვით... მზადება ერთ თვეს გაგრძელდა, ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით იმუშავეს აღნიშნულ პროექტზე და საკმაოდ დიდი ცოდნა შეიძინეს ძველი მსოფლიოს შესახებ
Wednesday, June 5, 2019
მესამე კლასში განხორციელებული სოციალური პროექტის ,, ქართველი პოეტები" - ს ფარგლებში ბავშვები გაეცნენ ანა კალანდაძის შემოქმედებას, შეისწავლეს მისი ბიოგრაფია, მოგონებები, ჩანაწერები, ლექსები... პოეზიის საღამო მის დაბადების დღეს გაიმართა . ბავშვებმა ისაუბრეს ანას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე , წაიკითხეს მისი ლექსები ... საღამომ , რომელსაც ესწრებოდნენ მშობლები და სკოლის წარმომადგენლები, დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა...
Subscribe to:
Posts (Atom)